Thursday, May 10, 2018

სამოდელო გაკვეთილი - "მოდიოდა ნინო მთებით"



 

გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი : ირმა ჯაჯანიძე

საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი : V

თემა : ქართული ენა - ანა კალანდაძის ლექსი „ მოდიოდა ნინო მთებით“
ინტეგრირებული გაკვეთილი :
ჩვენი საქართველო - წმინდა ნინოს შემოსვლა და გაქრისტიანება.

დრო : 40 წუთი

მოსწავლეთა პროფილი : (მოსწავლეთა რაოდენობა კლასში და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საჭიროებები - ასეთის არსებობის შემთხვევაში)
მოსწავლეთა რაოდენობა : 26 მოსწავლე
სსსმ :
ასეთი საჭიროების მოსწავლე არ მყავს
კლასის ორგანიზების ფორმა :
მთელი კლასი , ინდივიდუალური , ჯგუფური
გაკვეთილის ხანგრძლივობა :
40 წუთი

(ქართული ენა)

გაკვეთილის მიზანი :

ü  მოსწავლემ უნდა შეძლოს ასაკის შესაბამისი ლიტერატურული ტექსტის გაგება/გააზრება.

ü  მოსწავლემ უნდა შეძლოს ჯგუფური და საკომუნიკაციო პრინციპების განხორციელება.

ü  მოსწავლემ უნდა შეძლოს ენობრივ-გრამატიკული ერთეულების ამოცნობა (არქაული ფორმები).

ü  მოსწავლემ უნდა შეძლოს დააკავშიროს ლიტერატურული ნაწარმოები სხვა თემატურად მსგავს საკითხთან.
მოსალოდნელი შედეგი : 

ü  მოსწავლეს შეუძლია ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტის გააზრება.

ü  მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური სამუშოს წარმართვა.

ü  მოსწავლეს შეუძლია დისკუსია მოცემულ საკითხზე.

ü  მოსწავლე შეუძლია ენობრივი მასალის ამოცნობა.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი : (რომელ შედეგზე/ინდიკატორებზე მიმდინარეობს მუშაობა)

V.1
 მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების გააზრების უნარი.

V.2  მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

V.5  მოსწავლეს აქვს ენობრივ-გრამატიკული მასალის გამოყენების უნარი შესაბამის ტექსტში.  

V.9  ავლებს პარალელს სხვა თემატურად მსგავს საკითხთან.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი : (რომელ შედეგზე/ინდიკატორებზე მიმდინარეობს მუშაობა)

V.1
 მოსწავლე ამჟღავნებს რუკის ცოდნას.

V.5  შეუძლია კონკრეტული მმართველის ეპოქის დახასიათება.

V.20  ასაკის შესაბამისად შეუძლია ისაუბროს რელიგიაზე და მის დანიშნულებაზე


(ჩვენი საქართველო)

გაკვეთილის მიზანი :

·         მოსწავლემ უნდა შეძლოს რუკის გამოყენება.

·         მოსწავლემ უნდა შეძლოს დააკავშიროს ისტორიული ფაქტები. ისაუბროს კონკრეტული მმართველის შესახებ.

·         მოსწავლემ უნდა შეძლოს ასაკის შესაბამისად ისაუბროს რელიგიაზე, მის დანიშნულებაზე,ჩამოთვალოს მისთვის ნაცნობი რელიგიები.

შედეგები :

·         მოსწავლეს შეუძლია რუკის კითხვა და გამოყენება.

·         შეუძლია ისტორიული ფაქტები შეუსაბამოს ეპოქას.

·         ისაუბროს კონკრეტულ მმართველზე.

 

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი : (რომელ შედეგზე/ინდიკატორებზე მიმდინარეობს მუშაობა)
V.11  მოსწავლეს შეუძლია დასახოს აქტივობები, ბუნებრივი რესურსების აღდგენის საქმეში. მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები  : (რა ცოდნას უნდა ფლობდეს მოსწავლე ახალი მასალის ათვისება რომ შესძლოს)
მოსწავლეებმა იციან,რომ წმინდა ნინომ მოაქცია ქართველები ქრისტიანულ რელიგიაზე.

შეფასება და თვითშეფასება :  (როგორ გაზომავს მასწავლებელი შედეგის მიღწევას, შეფასების რომელ ტიპსა და მეთდს გამოიყენებს, რა კრიტერიიუმებით მოახდენს შეფასებას)

განმავითარებელი :  მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი შეფასებით სიტყვიერად.

განმსაზღვრელი შეფასებით ვაფასებ მხოლოდ ჯგუფურ სამუშაოს, რომლის კრიტერიუმებს კარგად იცნობენ მოსწავლეები.

ჯგუფური სამუშაო


მაღალი
(10-8)


საშუალო
(7-6)


დაბალი
(5-4)

ჯგუფის მიერ მიზნის და პირობის გაგება

ჯგუფმა დავალება შეასრულა ინსტრუქციის გათვალისწინებით.

ჯგუფმა დავალება შეასრულა 1-2 შეცდომის დაშვებით.

ჯგუფმა ვერ შეასრულა დავალება.

დროის ლიმიტი

დაცული იყო დროის ლიმიტი.

დროის ლიმიტი მეტ-ნაკლებად დაცულია.

დროის ლიმიტი არ არის გათვალისწინებული.

თანამშრომლობა

ჯგუფის ყველა წევრი თანაბრად იყო აქტიურად ჩართული.

ყველა არ იყო ჩართული მუშაობაში, თუმცა ცდილობენ.

მუშაობდა ჯგუფის ერთი ან ორი წევრი.

პრეზენტაცია

პრეზენტატორმა გასაგებად ჩამოაყალიბა აზრი.

პრეზენტატორი არ საუბრობს დამაჯერებლად.

პრეზენტატორმა ვერ წაიკითხა თავისი აზრი, საუბრობდა შეცდომებით.

სასწავლო მასალა და რესურსები : (ტექსტი თვალსაჩინოება , მულტიმედია , ინტერნეტ რესურსი და სხვა)
მოსწავლის სახელმძღვანელო , რვეული , კალამი , ცარცი, ფლაერები , ჯგუფური სამუშაოსთვის თაბახის ფურცლები , მაგნიტები , კომპიუტერი , წმინდა წიგნები (სახარება, ყურანი და თორა. თვალსაჩინოებისთვის). ფორმატები მიზნების გასაცნობად და შეფასების რუბრიკისთვის) რუკა წმინდა ნინოს გზის აღსადგენად.

 აქტივობა  № 1 (სახელწოდება ხანგრძლივობა) მისალმება , სიის ამოკითხვა , მიზნების გაცნობა და საშინაო დავალების შემოწმება . დრო : 3წთ
მისალმება,სიის ამოკითხვა,მიზნების გაცნობა.
აქტივობის მიზანი : მოსწავლეთა დასწრების შემოწმება და იმის გაცნობა თუ რას ეხება ჩვენი გაკვეთილი.
აქტივობის აღწერა :  ამოვიკითხაავ სიას აღვნიშნავ იმ მოსწავლეებ, ვინც არ ესწრება გაკვეთილს.გავაცნობ მათ ფორმატზე წინასწარ ჩამოწერილ მიზნებს.

აქტივობა   2  დრო : 8 წთ
აქტივობის მიზანი : გაიგონ მოსწავლეებმა ლექსის შნაარსი და შეძლონ გააზრება.

გაკვეთლის ახსნა : ავხსნი ანა კალანდაძის ლექსს „მოდიოდა ნინო მთებით“.
აქტივობის აღწერა : ავხსნი ლექსს და გავაკეთებ ლექსის პერიფრაზს. ახსნილი ლექსის გარშემო დავსვამ კითხვებს და შევამოწმებ რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა შინაარსი.

კლასის ორგანიზების ფორმა : მთელი კლასი, ინდივიდუალური.

აქტივობა   3 დრო :  2 წთ
აქტივობის მიზანი :
 შესწავლილი ენობრივი მასალის ამოცნობა (არქაული ფორმები)

აქტივობის აღწერა :  კითხვების დასმით მოსწავლეებს მივიყვან იქამდე, რომ იპოვონ ლექსში არქაული ფორმები და დაასახელონ ნარ-თანიანი მრავლობითიც. დაასახელონ რაში დასჭირდა ანა კალანდაძეს ამ ფორმების გამოყენება,
კლასის ორგანიზების ფორმა : მთელი კლასი, ინდივიდუალური.

აქტივობა   4  დრო :  6წთ
აქტივობის მიზანი : წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა : კითხვების დასმით მოსწავლეები გაიხსენებენ როგორი იყო სამყარო მრავალღმერთიანობის დროს და როგორ მივიდა ერთღმერთიანობამდე.

აქტივობა   5 დრო : (მინი ლექცია - 5 წთ)
აქტივობის მიზანი :  მოსწავლეებმა გაიღრმაონ ცოდნა ქრისტიანულ რელიგიაზე.
აქტივობის აღწერა :  მოვუყვები მოსწავლეებს ვინ იყო წმინდა ნინო და რა მისია დაეკისრა მას. რატომ შემოვიდა საქართველოსში, ვინ იქადაგა ნინომდე ქისტიანობა?

აქტივობა   6 დრო : 5 წთ + სლაიდშოუს ჩვენება
აქტივობის მიზანი : სლაიდშუს საშუალებით გავაცოცხლებთ წმინდა ნინოს შემოსვლას.
აქტივობის აღწერა : მოსწავლეები წარადგენენ ნინოს გზას კაბადოკიიდან საქართველომდე. ეს სამუშაო დაეხმარებათ შემდგომში რუკის შედგენაში.

აქტივობა   7დრო : 5 წთ რუკის შედგენა
აქტივობის მიზანი : მიღებული ცოდნის გამოყენება
აქტივობის აღწერა : ჩემ მიერ შეტანილ რუკაზე, რომელსაც კომპიუტერის საშუალებით ეკრანზე ვაჩვენებ ბავშვები მონიშნავენ იმ გეოგრაფიულ პუნქტებს, რომელიც წმინდა ნინომ გაიარა კაბადოკიიდან მცხეთამდე.

აქტივობა   8 დრო : 3წთ
აქტივობის მიზანი :
შესწავლილი მასალის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა : მოსწავლეები შეასრულებენ ჯგუფურ სამუშაოს რა ? სად ? როდის ? გასცემენ პასუხებს წინასწარ ჩემ მიერ მომზადებულ კითხვებს. მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ მომზადებული რუბრიკის მიხედვით , რომელსაც ისინი კარგად იცნობენ.
კლასის ორგანიზების ფორმა : ჯგუფური .

დასკვნა : გაკვეთილის შეჯამება დრო - 3 წთ
შევეკითხები მოსწავლეებ, ხომ არ დარჩათ რაიმე კითხვა თემის გარშემო . რა მოეწონათ, რა არ მოეწონანთ, რისი გაგება უნდათ მომავალში.
საშინაო დავალება : დაწერონ ლექსის პერიფრაზი .