მასწავლებელი :
ირმა ჯაჯანიძე
|
საგანი :
ქართული ენა და ლიტერატურა
|
კლასი : V
|
თემა :
ქართული ენა - ანა კალანდაძის ლექსი „ მოდიოდა ნინო
მთებით“
ინტეგრირებული გაკვეთილი : ჩვენი
საქართველო - წმინდა ნინოს შემოსვლა და გაქრისტიანება.
|
დრო : 40 წუთი
|
მოსწავლეთა პროფილი : (მოსწავლეთა
რაოდენობა კლასში და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საჭიროებები
- ასეთის არსებობის შემთხვევაში)
მოსწავლეთა
რაოდენობა : 26 მოსწავლე
სსსმ : ასეთი საჭიროების მოსწავლე არ მყავს
კლასის ორგანიზების ფორმა : მთელი კლასი , ინდივიდუალური , ჯგუფური
გაკვეთილის ხანგრძლივობა : 40 წუთი
|
(ქართული
ენა)
გაკვეთილის
მიზანი :
ü მოსწავლემ
უნდა შეძლოს ასაკის შესაბამისი ლიტერატურული ტექსტის გაგება/გააზრება.
ü მოსწავლემ
უნდა შეძლოს ჯგუფური და საკომუნიკაციო პრინციპების განხორციელება.
ü მოსწავლემ
უნდა შეძლოს ენობრივ-გრამატიკული ერთეულების ამოცნობა (არქაული ფორმები).
ü მოსწავლემ
უნდა შეძლოს დააკავშიროს ლიტერატურული ნაწარმოები სხვა თემატურად მსგავს საკითხთან.
მოსალოდნელი
შედეგი :
ü მოსწავლეს შეუძლია ასაკის
შესაფერისი სირთულის ტექსტის გააზრება.
ü მოსწავლეს
შეუძლია ჯგუფური სამუშოს წარმართვა.
ü მოსწავლეს
შეუძლია დისკუსია მოცემულ საკითხზე.
ü მოსწავლე
შეუძლია ენობრივი მასალის ამოცნობა.
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი :
(რომელ შედეგზე/ინდიკატორებზე მიმდინარეობს მუშაობა)
V.1 მოსწავლეს აქვს
ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების გააზრების უნარი.
V.2 მოსწავლეს შეუძლია
ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
V.5 მოსწავლეს აქვს ენობრივ-გრამატიკული
მასალის გამოყენების უნარი შესაბამის ტექსტში.
V.9 ავლებს პარალელს
სხვა თემატურად მსგავს საკითხთან.
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი :
(რომელ შედეგზე/ინდიკატორებზე მიმდინარეობს მუშაობა)
V.1 მოსწავლე ამჟღავნებს
რუკის ცოდნას.
V.5 შეუძლია კონკრეტული მმართველის
ეპოქის დახასიათება.
V.20 ასაკის შესაბამისად შეუძლია
ისაუბროს რელიგიაზე და მის დანიშნულებაზე
|
(ჩვენი
საქართველო)
გაკვეთილის
მიზანი :
·
მოსწავლემ უნდა შეძლოს რუკის გამოყენება.
·
მოსწავლემ უნდა შეძლოს დააკავშიროს ისტორიული ფაქტები.
ისაუბროს კონკრეტული მმართველის შესახებ.
·
მოსწავლემ უნდა შეძლოს ასაკის შესაბამისად ისაუბროს
რელიგიაზე, მის დანიშნულებაზე,ჩამოთვალოს მისთვის ნაცნობი რელიგიები.
შედეგები
:
·
მოსწავლეს შეუძლია რუკის კითხვა და გამოყენება.
·
შეუძლია ისტორიული ფაქტები შეუსაბამოს ეპოქას.
·
ისაუბროს კონკრეტულ მმართველზე.
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი : (რომელ
შედეგზე/ინდიკატორებზე მიმდინარეობს მუშაობა)
V.11 მოსწავლეს შეუძლია
დასახოს აქტივობები, ბუნებრივი რესურსების აღდგენის საქმეში. მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი
ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები : (რა ცოდნას
უნდა ფლობდეს მოსწავლე ახალი მასალის ათვისება რომ შესძლოს)
მოსწავლეებმა იციან,რომ წმინდა ნინომ მოაქცია ქართველები ქრისტიანულ რელიგიაზე.
|
შეფასება და თვითშეფასება :
(როგორ გაზომავს მასწავლებელი შედეგის მიღწევას, შეფასების
რომელ ტიპსა და მეთდს გამოიყენებს, რა კრიტერიიუმებით მოახდენს შეფასებას)
განმავითარებელი
: მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი
შეფასებით სიტყვიერად.
განმსაზღვრელი შეფასებით ვაფასებ მხოლოდ ჯგუფურ სამუშაოს, რომლის კრიტერიუმებს კარგად
იცნობენ მოსწავლეები.
ჯგუფური
სამუშაო
|
მაღალი
(10-8)
|
საშუალო
(7-6)
|
დაბალი
(5-4)
|
ჯგუფის
მიერ მიზნის და პირობის გაგება
|
ჯგუფმა დავალება შეასრულა ინსტრუქციის გათვალისწინებით.
|
ჯგუფმა დავალება შეასრულა 1-2 შეცდომის დაშვებით.
|
ჯგუფმა ვერ შეასრულა დავალება.
|
დროის
ლიმიტი
|
დაცული იყო დროის ლიმიტი.
|
დროის ლიმიტი მეტ-ნაკლებად დაცულია.
|
დროის ლიმიტი არ არის გათვალისწინებული.
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი თანაბრად იყო აქტიურად ჩართული.
|
ყველა არ იყო ჩართული მუშაობაში, თუმცა ცდილობენ.
|
მუშაობდა ჯგუფის ერთი ან ორი წევრი.
|
პრეზენტაცია
|
პრეზენტატორმა გასაგებად ჩამოაყალიბა აზრი.
|
პრეზენტატორი არ საუბრობს დამაჯერებლად.
|
პრეზენტატორმა ვერ წაიკითხა თავისი აზრი, საუბრობდა
შეცდომებით.
|
|
სასწავლო მასალა და რესურსები : (ტექსტი თვალსაჩინოება
, მულტიმედია , ინტერნეტ რესურსი და სხვა)
მოსწავლის სახელმძღვანელო , რვეული , კალამი , ცარცი, ფლაერები , ჯგუფური სამუშაოსთვის
თაბახის ფურცლები , მაგნიტები , კომპიუტერი , წმინდა წიგნები (სახარება, ყურანი და
თორა. თვალსაჩინოებისთვის). ფორმატები მიზნების გასაცნობად და შეფასების რუბრიკისთვის)
რუკა წმინდა ნინოს გზის აღსადგენად.
|
აქტივობა № 1 (სახელწოდება
ხანგრძლივობა) მისალმება , სიის ამოკითხვა , მიზნების გაცნობა და საშინაო დავალების
შემოწმება . დრო : 3წთ
მისალმება,სიის ამოკითხვა,მიზნების გაცნობა.
აქტივობის
მიზანი : მოსწავლეთა დასწრების შემოწმება და იმის გაცნობა თუ რას ეხება ჩვენი
გაკვეთილი.
აქტივობის
აღწერა : ამოვიკითხაავ სიას აღვნიშნავ
იმ მოსწავლეებ, ვინც არ ესწრება გაკვეთილს.გავაცნობ მათ ფორმატზე წინასწარ ჩამოწერილ
მიზნებს.
|
აქტივობა №
2 დრო :
8 წთ
აქტივობის
მიზანი : გაიგონ მოსწავლეებმა ლექსის შნაარსი და შეძლონ გააზრება.
გაკვეთლის ახსნა : ავხსნი ანა კალანდაძის ლექსს „მოდიოდა ნინო მთებით“.
აქტივობის
აღწერა : ავხსნი ლექსს და გავაკეთებ ლექსის პერიფრაზს. ახსნილი ლექსის გარშემო
დავსვამ კითხვებს და შევამოწმებ რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა შინაარსი.
კლასის ორგანიზების
ფორმა : მთელი კლასი, ინდივიდუალური.
|
აქტივობა №
3 დრო : 2 წთ
აქტივობის მიზანი : შესწავლილი ენობრივი
მასალის ამოცნობა (არქაული ფორმები)
აქტივობის აღწერა : კითხვების დასმით მოსწავლეებს მივიყვან იქამდე,
რომ იპოვონ ლექსში არქაული ფორმები და დაასახელონ ნარ-თანიანი მრავლობითიც. დაასახელონ
რაში დასჭირდა ანა კალანდაძეს ამ ფორმების გამოყენება,
კლასის ორგანიზების ფორმა : მთელი კლასი,
ინდივიდუალური.
|
აქტივობა №
4 დრო
: 6წთ
აქტივობის
მიზანი : წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის
აღწერა : კითხვების დასმით მოსწავლეები გაიხსენებენ როგორი იყო სამყარო მრავალღმერთიანობის
დროს და როგორ მივიდა ერთღმერთიანობამდე.
|
აქტივობა №
5 დრო : (მინი ლექცია - 5 წთ)
აქტივობის
მიზანი : მოსწავლეებმა გაიღრმაონ
ცოდნა ქრისტიანულ რელიგიაზე.
აქტივობის
აღწერა : მოვუყვები მოსწავლეებს
ვინ იყო წმინდა ნინო და რა მისია დაეკისრა მას. რატომ შემოვიდა საქართველოსში, ვინ
იქადაგა ნინომდე ქისტიანობა?
|
აქტივობა №
6 დრო : 5 წთ + სლაიდშოუს ჩვენება
აქტივობის
მიზანი : სლაიდშუს საშუალებით გავაცოცხლებთ წმინდა ნინოს შემოსვლას.
აქტივობის
აღწერა : მოსწავლეები წარადგენენ ნინოს გზას კაბადოკიიდან საქართველომდე.
ეს სამუშაო დაეხმარებათ შემდგომში რუკის შედგენაში.
|
აქტივობა №
7დრო : 5 წთ რუკის შედგენა
აქტივობის
მიზანი : მიღებული ცოდნის გამოყენება
აქტივობის
აღწერა : ჩემ მიერ შეტანილ რუკაზე, რომელსაც კომპიუტერის საშუალებით ეკრანზე
ვაჩვენებ ბავშვები მონიშნავენ იმ გეოგრაფიულ პუნქტებს, რომელიც წმინდა ნინომ გაიარა
კაბადოკიიდან მცხეთამდე.
|
აქტივობა №
8 დრო : 3წთ
აქტივობის მიზანი : შესწავლილი მასალის გააქტიურება.
აქტივობის
აღწერა : მოსწავლეები შეასრულებენ ჯგუფურ სამუშაოს რა ? სად ? როდის ? გასცემენ
პასუხებს წინასწარ ჩემ მიერ მომზადებულ კითხვებს. მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ
მომზადებული რუბრიკის მიხედვით , რომელსაც ისინი კარგად იცნობენ.
კლასის
ორგანიზების ფორმა : ჯგუფური .
|
დასკვნა : გაკვეთილის შეჯამება დრო - 3 წთ
შევეკითხები მოსწავლეებ, ხომ არ დარჩათ რაიმე კითხვა თემის გარშემო . რა
მოეწონათ, რა არ მოეწონანთ, რისი გაგება უნდათ მომავალში.
საშინაო
დავალება : დაწერონ ლექსის პერიფრაზი .
|
No comments:
Post a Comment