Saturday, April 22, 2017

დედამიწის დღე - ჩემი ბავშვები ალამაზებენ სკოლის ეზოს

 დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
2016 წლის დედამიწის დღეზე ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის და სხვა 120 ქვეყნის მიერ ხელი მოეწერა ისტორიული მნიშვნელობის მქონე „პარიზის შეთანხმებას“, რის შედეგადაც უნდა ამოქმედდეს ისტორიული კლიმატის დაცვის შეთანხმება, რომელიც 2015 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერცენციის მონაწილე 195 სახელმწიფომ დადო პარიზში.1969 წელს სან-ფრანცისკოში გამართულ იუნესკოს კონფერენციაზე, მშვიდობის აქტივისტმა ჯონ მაკკონელმა წამოაყენა აზრი შექმნილიყო დედამიწის და მშვიდობის ცნების პატივსაცემი დღე და ის პირველად აღნიშნულიყო 1970 წლის 21 მარტს, გაზაფხულის პირველ დღეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.  მოგვიანებით მაკკონელმა ამ დღის შესახებ გამოიქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელსაც ხელი მოაწერა გაეროს გენერალურმა მდივანმა უ.ტანმა ერთი თვის შემდეგ შეერთებული შტატების სენატორმა გეილორდ ნელსონმა გარემოზე სამსჯელოდ დააფუძნა ცალკე დედამიწის დღე, რომელიც პირველად 1970 წლის 22 აპრილს გაიმართა. ნელსონმა მისი სამსახურისთვის მოგვიანებით თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი მიიღო.
22 აპრილის დედამიწის დღე კონცენტრირებული იყო შეერთებულ შტატებზე, თუმცა დენის ჰეიესმა, რომელიც 1970 წელს თავდაპირველი საყოველთაო ორგანიზების კოორდინატორი იყო, შექმნა ორგანიზაცია, რომელმაც ამ დღეს საერთაშორისო სახე მისცა და 141 ქვეყანაში გაუკეთა ორგანიზება. მრავალი გაერთიანება დედამიწის კვირას აღნიშნავს, ერთ კვირიანი აქტივობები, რომელიც გარემოს იმ პრობლემებს ეხება, რის წინაშეც მსოფლიო დგას.






















Friday, April 21, 2017

ვაჟა ჩვენს კლასში (სამოდელო გაკვეთილი)

გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი : ირმა ჯაჯანიძე

საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი : V

თემა : ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „ია“
ინტეგრირებული გაკვეთილი :
ქართული ენა და ჩვენი გარემო

დრო : 40 წუთი

მოსწავლეთა პროფილი : (მოსწავლეთა რაოდენობა კლასში და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საჭიროებები - ასეთის არსებობის შემთხვევაში)
მოსწავლეთა რაოდენობა : 26 მოსწავლე
სსსმ :
ასეთი საჭიროების მოსწავლე არ მყავს
კლასის ორგანიზების ფორმა :
მთელი კლასი , ინდივიდუალური , ჯგუფური
გაკვეთილის ხანგრძლივობა :
40 წუთი

(ქართული ენა)

 

გაკვეთილის მიზანი :
მოსწავლემ უნდა შეძლოს ასაკის შესაბამისი ლიტერატურული ტექსტის გააზრება. მოსწავლემ უნდა განახორციელოს ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანები
მოსწავლემ უნდა გამართოს დისკუსია და მიღებული ცოდნა უნდა დააკავშიროს თემატურად მსგავსს საკითხთან.
მოსალოდნელი შედეგი : 

ü  მოსწავლეს შეუძლია ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტის გაგება/გააზრება.

ü  მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური სამუშაოს წარმართვა.

ü  მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის წარმართვა მოცემულ საკითხზე და მხატვრული ნაწარმოების დაკავშირება თემატურად მსგავს საკითხთან.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი : (რომელ შედეგზე/ინდიკატორებზე მიმდინარეობს მუშაობა)

V.1
 მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების გააზრების უნარი.

V.2  მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.

V.5  მოსწავლეს შეუძლია სადისკუსიო სტრატეგიების ამოცნობა და მათი გამოყენება.  

V.9  მოსწავლეს აქვს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყისი უნარი. ავლებს პარალელს თემატურად მსგავსს საკითხთან.

(ჩვენი გარემო)

გაკვეთილის მიზანი :
მოსწავლემ უნდა შეძლოს შეასრულოს დასახული აქტივობები, ბუნებრივი რესურსების აღდგენის საქმეში.
მოსწავლემ უნდა შეძლოს გარემოსდაცვით ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
შედეგი : 
მოსწავლეს შეუძლია ბუნებაში უსაფრთხოების წესები დაცვა.

მოსწავლეს შეუძლია აქტიური მონაწილეობის მიღება გარემოსდაცვით ღონისძიებაში.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი : (რომელ შედეგზე/ინდიკატორებზე მიმდინარეობს მუშაობა)
V.11  მოსწავლეს შეუძლია დასახოს აქტივობები, ბუნებრივი რესურსების აღდგენის საქმეში. მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები  : (რა ცოდნას უნდა ფლობდეს მოსწავლე ახალი მასალის ათვისება რომ შესძლოს)
მოსწავლეებს წაკითხული აქვთ ვაჟა-ფშაველას რამდენიმე მოთხრობა კარგად იცნობენ მისი წერის სტილს.

შეფასება და თვითშეფასება :  (როგორ გაზომავს მასწავლებელი შედეგის მიღწევას, შეფასების რომელ ტიპსა და მეთდს გამოიყენებს, რა კრიტერიიუმებით მოახდენს შეფასებას)

განმავითარებელი :  მოსწავლეებს ვაფასებ სიტყვიერი კომენტარით.

განმსაზღვრელი შეფასებით ვაფასებ მხოლოდ ჯგუფურ სამუშაოს, რომლის კრიტერიუმებს კარგად იცნობენ მოსწავლეები. (ფასდება ის გუნდი,რომელშიც ყველა ბავშვი ჩართულია, იზიარებს მეგობრების აზრს,რომლის მოფიქრებული ლოზუნგი კრეატიულია და დროშიც კარგად ჩაეტია.)

ჯგუფური სამუშაო


I


II


III


IV


V

ჩართულობა თანამშრომლობა

 

 

 

 

 

დროის ლიმიტი

 

 

 

 

 

კრეატიული აზროვნება

 

 

 

 

 

პრეზენტაცია

 

 

 

 

 

სასწავლო მასალა და რესურსები : (ტექსტი თვალსაჩინოება , მულტიმედია , ინტერნეტ რესურსი და სხვა)
მოსწავლის სახელმძღვანელო , რვეული , კალამი , ცარცი, ფლაერები , ჯგუფური სამუშაოსთვის თაბახის ფურცლები , მაგნიტები , კომპიუტერი , ბუნების გაკვეთილისთვის მცენარეები და სხვა თვალსაჩინოებები : (პოლიეთილენის პარკი , თუნუქის ქილა , შუშის ბოთლი და სხვა.)

 აქტივობა  № 1 (სახელწოდება ხანგრძლივობა) მისალმება , სიის ამოკითხვა , მიზნების გაცნობა და საშინაო დავალების შემოწმება . დრო : 5წთ
აქტივობის მიზანი : მოსწავლეთა საშინაო დავალების შესრულების შეფასება .
აქტივობის აღწერა :  ჩამოვივლი სათითაოდ ყველა მოსწავლესთან და აღვნიშნავ შესრულებულ დავალებას წითელი კალმით თუ არ აქვს ჩავუნიშნავ, ჩანაწერის სახით რვეულში და ვეტყვი იყოს მეტად ყურადღებიანი და შეასრულოს დავალებები.

აქტივობა  № 2  დრო : 5წთ
აქტივობის მიზანი : წინარე ცოდნის გააქტიურება და გამოყენება.
აქტივობის აღწერა : კითხვების დასმით ვახსენებ მოსწავლეებს გაკვეთილის შინაარს. მოსწავლეები პასუხობენ ჩემ მიერ დასმულ შეკთხვებს. შეკითხვების დასმით მიმყავს იმ დასკვნამდე, რომ შეასრულონ ფორმატზე,რომელიც წინასწარ დაფაზეა გაკრული, პასუხის გაცემა და აბზაცის ნახატთან დაკავშირება.

აქტივობა  № 3 დრო : 5 წთ
აქტივობის მიზანი :
 მიღებული ცოდნის ასოციაციური რუკის შევსება

აქტივობის აღწერა :  რადგან მოსწავლეებს წაკითხული აქვთ ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიაც და მისი მოთხრობებიც ვსვამ ასეთ კითხვას,როდესაც ვაჟა-ფშაველას სახელსა და გვარს გაიგონებენ რა ახსენდებათ მის შესახებ. დაფაზე ვხატავ ასოციაციურ რუკას. ისინი მკარნახობენ და მე ვწერ, რაც ახსენდებათ.

აქტივობა  № 4  დრო : 15 წთ
აქტივობის მიზანი : მოსწავლეებმა ნახონ ვიდეო რგოლი და ითამაშონ მოსწავლე ექსპერტები.
აქტივობის აღწერა : მოსწავლეები ნახავენ
PowerPoint-ის ფაილში მომზადებულ რგოლს, რომელიც შექმნეს.ისინი ნახავენ გაჩეხილ ტყეს, დაბინძურებულ სასმელ წყალს, ჰაერს და ზღვას. მოსწავლეები იმსჯელებენ, როგორ უნდა გადაჭრან პრობლემა,რომ დედამიწა ნაკლებად დავაზიანოთ. რამდენიმე მოსწავლე გაგვაცნობს სტრატეგიებს , როგორ ესახებათ მათ ეს გზა (ხეების დაკარგვა , ბაღების და სკვერების გაშენება,ბაღებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ბუნების სიყვარულის სწავლება, ხშირად მიღება ასეთ აქციებში, ტელევიზიის როლი, კანონის გამკაცრება.

აქტივობა  № 5 დრო : 5 წთ
აქტივობის მიზანი :  ჯგუფური მუშაობა
აქტივობის აღწერა : მოსწავლეებს ვურიგებ ჩემ მიერ მომზადებულ სურათს ბუნების და ეკოლოგიის გაფრთხილებასთან დაკავშირებით. მათ უნდა მოიფიქრონ კრეატიული ლოზუნგი. „როგორ დავიცვათ ბუნება“.

დასკვნა : დრო :  5 წთ
გაკვეთილის ბოლოს შეკითხვები მოსწავლეებს მოეწონათ თუ არა გაკვეთილი.
 საშინაო დავალება - „მე და ბუნება“ თავისუფალი თემა.