ხალხური სიტყვიერების ნიმუშები
ბალადა (ფრანგ. ballade, პროვანსული balada < გვიანდელი ლათ. ballo — ვცეკვავ) — პოეზიისა და მუსიკის ჟანრი. ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში სრულყოფილი სახით ბალადა XIX საუკუნემდე თითქმის არ გვხვდება. ქართული ხალხური ბალადა კი გაცილებით ადრე უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ამას ააშკარავებს სვანური, რაჭული, ხევსურული და საქართველოს ბარის ზოგიერთ კუთხეში შემონახული ბალადების ნიმუშთა რიტმული სტრუქტურა და გამომსახველობითი ხერხები. ბალადის ცნება ყველას ერთნაირად არ ესმის: ქართულ ფოლკლორისტიკაში ბოლო წლებში დამკვიდრებული შეხედულებით, ბალადა ლირიკულ-ეპიკური ფორმის სიუჟეტიანი ლექსია, რომელშიც გმირის ცხოვრების რაიმე არაჩვეულებრივი ეპიზოდია გადმოცემული. ბალადა შეიძლება შეიცავდეს დიალოგს („ია მთაზედა“), მონოლოგს („შემომეყარა ყივჩაღი“) ან ეპიკურ თხრობას („თავფარავნელი ჭაბუკი“). მისი სიუჟეტი ყოველთვის დრამატულია. გვხვდება საწესჩვეულებო, სამონადირეო, საგმირო, სატრფიალო და საყოფაცხოვრებო ბალადის ნიმუშები. მათგან ზოგი ძველი თქმულებებისა და გადმოცემებს ეფუძნება, ნაწილი კი ორიგინალური პოეტური გარდასახვის ნაყოფია. ლექსი უმთავრესად 16-მარცვლიანი შაირით არის გაწყობილი, გვხვდება ურითმო ბალადებიც.
ქართულ ხალხურ სასიმღერო შემოქმედებაში ბალადის ჟანრი უძველესი დროიდან გვხვდება საწესჩვეულებო, საგმირო, სატრფიალო და სხვა სახით. ხალხური ვოკალური ბალადის იშვიათი ნიმუშია „სიმღერა ვეფხისა და მოყმისა“.
ლექსი ვეფხვისა და მოყმისა
ლექსი ვეფხვისა და მოყმისა
არის ხალხური ბალადა,რომელიც 1930-იან
წლებში გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. როგორც ვიცით, ხალხური სიტყვიერების
ნიმუშები ზეპირი გზით ვრცელდებოდა, მათი ჩაწერა მოგვიანებით დაიწყო, ყოველ ახალ მთქმელს
შეეძლო ტექსტის თავისებურად შეცვლა მათთვის რაღაცის მიმატება ან გამოკლება, ასე იქმნებოდა
თხზულებები,რომლებიც თაობათა შემოქმედების ნაყოფი იყო, ის ასახავდა რწმენა-წარმოდგენებს
იმ ხალხისას,რომლის წიაღშიც იქმნებოდა ნაწარმოები. მაგალითად, თუ გავეცნობით სამონადირეო
ბალადას გვეცოდინება ნადირობასთან დაკავშირებული მთის ტრადიციები. ხალხის რწმენით
„ბერხენი“ ჯიხვი საღვთო ცხოველად მიიჩნეოდა მთაში და მისი მკვლელი აუცილებლად დაისჯებოდა.
ასეთი შედეგი მოჰყვა ,,ლექსი ვეფხვისა და მოყმისაში’’ მონადირის მიერ ჯიხვის მოკლვას.
·
ცნობილმა
ქართველმა მეცნიერმა აკაკი შანიძემ წიგნში „ქართული ხალხური პოეზია (ხევსურული)“ „ვეფხვისა
და მოყმის“ ლექსის თოთხმეტ განსხვავებულ ვარიანტთან ერთად გამოაქვეყნა მის მიერ ჩაწერილი
ერთი ხალხური თქმულება, რომელიც, მკვევრის აზრით, დაკავშირებული უნდა იყოს ბალადასთან.
ერთ ადგილას კლდეში ვეფხვი გამოჩნილა, გამვლელ-გამომვლელი
ხალხი ყველა დაუხოცავს. ერთ კაცს, მგელა ყურაულისძეს, იმ გზაზე ავლა მოჰხდომია. ავლისას
ვეფხვი მძინარი ყოფილა და მგელას არ უკადრნია მძინარი მხეცის მოკვლა. ამოვლისას კი
ტვირთი ჩამოუღია მხრიდან, დაუდევს და შეუძახნია : „ შე ძაღლო, რას უგდიხარ ამაშიო
? მგელა მოვიდა, ადეგო“ ვეფხვი წამომხტარა, ტოტი დაუკრავს მგელასთვის თავში და „ტვინზეით
სრუ ძვალი მოუცლავ“. მგელას სამაგიეროდ დაურტყამს ხმალი და ტოტი მოუჭრია, ვეფხვი იქვე
მომკვდარა, მგელა კი შინ მისულა და იქ მომკვდარა. ამაზე ნათქვამიაო : „ტოტით ვეფხვმ,
მგელამ ფრანგულით დღე დააღამეს მზიანი“.
ხალხური
თქმულება, ჩაწერილი 1911 წელს ბარისახოში
აკაკი შანიძის მიერ ბათაკა ჭინჭარაულისაგან.
იარებოდა დედაი
... ომამდე ორი-სამი წლით ადრე ქალაქ როსტოვში დაპატიმრებას სასწაულად გადარჩენილმა
გორილამ და მისმა მეგობარმა საქართველოსაკენ გამოსწიეს. ორჯონიკიძეში ჩასულებმა „პატარა
წამუშავება“ გადაწყვიტეს. ბინა ერთი ნაცნობი მთიულის სახლში დაიდეს და „საქმეს“ შეუდგნენ.
მასპინძელი პატიოსანი კაცი იყო და მისთვის ცხადია არაფერი გაუმხელიათ.
ერთხელ „სამუშაოდან“ დაბრუნებულმა მეგობრებმა
მეზობელი ოთახიდან მასპინძლისა და მისი სტუმრის საუბარი მოისმინეს.
- დიდი მადლობელი ვარ, თედო. ეუბნებოდა სტუმარი
მასპინძელს, ეს დიდი ხნის ნატვრა რომ ამისრულე. ახლა მთელ ხევსურეთში ჩემზე მდიდარი
კაცი არ იქნება.
- პირობა პირობაა, - უთხრა თედომ. არც შენ დამრჩი ვალში. ამდენი ყველ-ერბო მთელ წელიწადს
ეყოფა ჩემს შვილიშვილებს...
- ეგ რა სახსენებელია, ერთ მაგდენს კიდევ ამოგიტან. შენ არ იცი ეს რა ოქროს ხატი ჩამიგდე
ხელში. მთელს ჩემს გვარს ეყოფოდა სიმდიდრედ და სასახელოდ.
გორილა და მისი ძმაკაცი გაოცებულნი უსმენდნენ საუბარს. მერე იმ ოთახში ფანრჯრიდან შეიხედეს.
სტუმარი ჭრელჩოხა და ჭრელპერანგა კაცი იყო. ახლა მარტო იჯდა. რაღაც პატარა ფუთას ორკეცად
კანაფის თოკი გადაუჭირა და უბეში წვალებით ჩაიდო.
გორილას და მის ამხანაგს თვალი ხევსურის წელზე დაკიდებული ორადლიანი ხანჯლისაკენ გაექცათ.
-ვცადოთ დაძინება ჩურჩულით უთხრა მეგობარს გორილამ.
მაგრამ ხევსური დაძინებას არ ჩქარობდა.მაგიდას მიუჯდა სამასრიდან რამდენიმეჯერ გაკეცილი,
გაცრეცილი რვეულის ფურცელი ამოაძვრინა, ფანქრის ნატეხიც მოიძია. ფურცელი მაგიდაზე გაშალა
და გარინდებული ჩააცქერდა.
გორილამ და მისმა მეგობარმა მოთმინება დაკარგეს.ხევსური
რაღაცის წერას შეუდგა.
- ანგარიშობს რა იყიდა, რა გაყიდა და რას მიუტანს ცოლ-შვილს - ჩაიცინა გორილამ და ძმაკაცს
ხელი წაჰკრა.
- აჯობებს შევიდეთ მეგობრულად გამოველაპარაკოთ გავიგოთ, სად მიდის, ხვალ იქნებ ჩვენ
დაგვემგზავროს და მაშინ... თქვა გორილას ძმაკაცმა.
ხევსურმა ოდნავ შემკრთალმა გაუღო კარი. გორილას გამოცდილ თვალს არ გამოჰპარვია მათ
შესვლაზე ხევსურმა უნებურად როგორ მოაფათურა
ხელი გამობერილ უბეზე.
ხევსურმა სტუმრებს სკამი მიუჩოჩა.ისაუბრეს. მეორე დღისთვის ერთად გადაწყვიტეს ყაზბეგისკენ
გამგზავრება.
ერთი საათის შემდეგ გორილამ კიდევ დაზვერა
თავისი მომავალი მსვერპლი, იგი ისევ ისე უჯდა მაგიდას, წინ რვეულის ფურცელი ედო და
ხელებში თავჩარგული ფიქრობდა.
მთელი დარიალის ხეობა სულ ქეიფ-ქეიფით გამოიარეს.ყველა
დუქანთან ჩრდებოდნენ. ხევსურს სასმელს აძალებდნენ. მან თანამგზავრებს როგორც მთიელებს
სჩვევიათ, გული გადაუშალა. ყველა სადღეგრძელოს ლექსად ამბობდა,ყველა სიმდიდრეს ამქვეყნად
კარგი ლექსი სჯობიაო. - ამტკიცებდა და ლექსაობდა. ლექსს უთუოდ დააყოლებდა : „ არხოტიონის
თქმულიო“, მელექსე არხოტიონიო“. თან თვალისჩინივით უფრთხილდებოდა გამობერილ უბეს, ხელს
მალულად შეავლებდა ქამარს სინჯავდა და ჩოხას ისწორებდა. როცა მძარცველებმა ხევსურს
უბეში შენახული საგანძურის წართმევა დაუპირეს, მან არ დაანება და ყაჩაღებმა მელექსე
კლდეზე გადაჩეხეს. მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინეს რომ მას „გასაძარცვი“ არაფერი ჰქონია.
უბეში ნარმის ნაჭერში გახვეულ წიგნს „ვეფხვისტყაოსანს“ მალავდა და ის არ დაანება მისი გულისთვის შეაკლა თავი ყაჩაღებს. გორილას აბა
საიდან უნდა სცოდნოდა რომ მისგან ვერაგუალდ მოკლული არხოტიონი განთქმული „ვეფხვისა
და მოყმის ბალადის“ ავტორი გიორგი ჯაბუშანური იყო... ან რა აზრი ჰქონდა ამის ცოდნას
მისთვის?!
ამბის მოყოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოხუცი
ნაყაჩაღარი გარდაიცვალა.
შოთა არაბულის მოთხრობის მიხედვით.
„ვეფხვისა და მოყმის“
მითოსური სამყარო
„ვეფხვი და მოყმე“ პირველად დავით ხიზნიშვილმა გამოაქვეყნა სხვა ფშაურ ლექსებთან ერთად
1887 წელს ...
მე-19 საუკუნეს ეკუთვნის თედო რაზიაკშვილის მიერ ჩაწერილი რამდენიმე ვარიანტი ამ ლექსისა,
რომელთა არსებობა მხოლოდ 1930-იან წლებში გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. ხიზანიშვილისა
და რაზიკაშვილისეული ვარიანტები დედის მოთქმასა და სიზმარს არ იცნობენ. ლექსში გადმოცემული
ამბავი მოყმის დაღუპვით წყდება. 1927 წელს ჟურნალ „ქართულ მწერლობაში“ ვახტანგ კოტეტიშვილმა
დასტამბა „ვეფხვისა და მოყმის“ ეგრეთ წოდებული სრული ტექსტი, რომელიც მისთვის ვაჟა-ფშაველას
შვილს ვახტანგ რაზიკაშვილს გადაუცია. ლექსმა იმთავითვე საერთო სახალხო აღიარება ჰპოვა
და ხალხური პოეზიის უთვალსაჩინოეს ნიმუშად იქცა.
... „ ვეფხვსა და მოყმეს“ საინტერესო შემოქმედებითი ისტორია აქვს. ქართულ სამეცნიერო
ლიტერატურაში დამაჯერებლადაა ნაჩვენები რომ ლექსის მეორე ნაწილი „იარებოდა დედაი“ ახალი
შექმნილია. როგორც ვნახეთ, „ ვეფხვისა და მოყმის“ სრული ტექსტი მხოლოდ მე-20 საუკუნის
30-იან წლებში იჩენს თავს...
შევეხოთ ლექსის ე.წ ძველ ნაწილს. აქ საუბარია ახალგაზრდა მონადირეზე რომელმაც ნადირობისას
გამორჩეული ბერხენი ჯიხვი მოკლა. ჯიხვი კლდიდან გადავარდა და „ჭალას ჯახნ იქნეს რქისანი“.
ბუნებრივია, მოკლულ ჯიხვს მონადირე ჩაჰყვა , შემოაღამდა და ნაწოლ ვეფხვს გადაეყარა.
ვეფხვმა ღვთის თვალი დაარისხა („თვალნი არისხნა ღვთისანი“) და შემოება. მოყმისა და
ვეფხვის შერკინების ხმამ კლდეები ჩამოანგრია,ხეები დალეწა („კლდეები ჩამოანგრია, შტონ
დაილეწნეს ტყისანი“). ვეფხვმა ჯაჭვ-ჯავშანი ჩამოურღვია მოყმეს სიკვდილის პირზე მისწურა.
მოყმემ ფრანგულს გააჭრევინა და „ვეფხვი კლდეთ გარდაეკიდა,ჩამააწითლა ქვიშანი“. სულამომდინარი
მოყმე კლდის თავზე შემოწვა მისმა სისხლმა ქვიშა წითლად გაღება. უბედურ დედას ქადაგ-მკითხავნი
დაუსხამს , მაგრამ ვინ შეჰბედავს ამბის თხრობას ? სასახელოა რომ უმიზნოდ უსაგნოდ უშედეგოდ
არ დაიხარჯა მოყმის ისრები „უერთოდ არ დაიხარჯნეს ჩვენის აფხაზის ისარნი“.
ზპგოერთი , მნიშვნელოვანი ვარიანტული სახესხვაობით,
ასეთია, ძირითადად, ძველი ტექსტის შინაარსი (აქვე, სანამ ძრეულ ტექსტზე გადავიდოდეთ,
შევნიშნავ, რომ ზოგიერთ ტექსტში ერთმანეთის
პარალელურადაა მოხმობილი, მშვილდი და თოფი სხვადასხვა ეპოქის
იარაღი. მოყმე ჯიხვს თოფით კლავს ბოლოს კი მის აფხაზობაზე, ე.ი ჩუბინობასა და მოისარობაზეა
საუბარი. გვაქვს ისეთი ვარიანტები, რაღა თქმა უნდა, ძველი, სადაც მოყმის იარაღად მხოლოდ
მშვილდია დასახელებული. ადვილი მისახვედრია,რომ თფის მოხსენიება მეორეულია. ასეთი ცვალებადობა
ახალი რეალიებით შეცვლა ხმარებიდან გამოსული საგნებისა ბუნებრივი გახლავთ ცოცხალი ფოლკლორული
ძეგლებისათვის.
როგორც ვნახეთ ვეფხვთან შებმასა და მოყმის
დაღუპვას წინ უსწრებს ბერხენი გამორჩეული ჯიხვის მოკვლა. ამ ნადირობას თედო რაზიკაშვილის
ერთი შენიშვნა, რომელიც მას „ვეფხვისა და მოყმის“ მეტად ფრაგმენტული ვარიანტისთვის
დაურთავს, ისეთ ნადირობათა რიგს უკავშირებს, სადაც მონადირე გამორჩეული, ნიშნიანი ნადირის
მოკვლისათვის ღვთაებისგან ისჯება.
„ვეფხვსა და მოყმეში“ ბერხენი გამორჩეული
ჯიხვის მოკვლას მითოსური ლოგიკის მიხედვით ბუნებრივად უნდა მოჰყოლოდა მონადირის დასჯა
ნადირთ მფარველისაგან.
სადღეისოდ ბურუსითაა მოცული თუ რა კავშრი
უნდა ყოფილიყო ნადირთ მფარველსა და „ღვთისთვალიან“ ვეფხვს შორის, მაგრამ აშკარაა, გამორჩეული
ღვთის ცხოველის მოკვლის შემდეგ მოყმესაც უნდა დაეტოვებინა სამზეო.
... ერთ-ერთ ვარიანტში, რომელიც დღესაც ცოცხალია
ხევსურეთში, მოყმე ამბობს, „ვეფხვ მკლავზე შამოვიწვინე, მასკვლავნ დათხოვდეს ცისანი“.
სიკვდილს მიწურვილი ვეფხვი თავის ღმერთს შესთხოვს შველას : „ წაიქცა,ღმერთსაც უძახა“.
საგულისხმოა რომ მოკლული ვეფხვი აუცილებლად უნდა დაეტირებინათ. „მოკლულ ვეფხვს ხევსურეთში
ვაჟის ტანსაცმელს ჩააცმევდნენ , გვერდით იარაღს დაუწყობდნნ და ისე დაიტირებდნენ. წერს
პროფ. ელენე ვირსალაძე. სვანეთში ასეთი წესი ყოფილა თუ ვეფხვი შემოაკვდებოდა ვინმეს,
იმდენნაირი დატირებუა უნდა თქმულიყო, რამდენი ზოლიც ჰქონდა ვეფხვის ტყავს. ვეფხვის
მოკვლა უბედურების მომასწავებელი იყო.
როგორც ვნახეთ პოეტურმა ტექსტმაც დაადასტურა
რომ ვეფხვის მოკვლას მისი დატირება უნდა მოჰყოლოდა . დატირება ღვთაებისადმი მობოდიშების
აუცილებელი ფორმა იყო.
გიორგი ჯაფარიძე (1939-1993)
ბალადა უმრავი ადამიანის მიერ არის სახეცვლილი.
განსაკუთრებით ცნობილია უშანგი ჩხეიძისა და ილია ზაქაიძის მიერ შესრულებული. ეს ბალადა
არაერთხელ ქცეულა ქართველ ხელოვანთა შთაგონების წყაროდ. მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელმა სკულპტურაც კი მიუძღვნა მას, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ალამაზებს
დღესად. ბალადის მეორე ნაწილი „იარებოდა დედაი“არ არის ხალხური იგი დაწერა გიორგი ჯაბუშანური.
გაბრიელ ლუკას ძე ჯაბუშანური
(დ. 11 სექტემბერი, 1914, არხოტის ხეობა (ხევსურეთი) — გ. 22 დეკემბერი, 1968, თბილისი)
— ქართველი პოეტი.გაბრიელ ლუკას ძე ჯაბუშანური (დ. 11 სექტემბერი, 1914, არხოტის ხეობა
(ხევსურეთი) — გ. 22 დეკემბერი, 1968, თბილისი) — ქართველი პოეტი.
უშანგი ვიქტორის ძე ჩხეიძე (დ. 28 ნოემბერი, 1898, სოფ. ფუთი (ზესტაფონის რაიონი) — გ. 1 დეკემბერი, 1953,
თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს
სახალხო არტისტი
(1933). მიაბარეს ზესტაფონის კერძო სკოლაში. 1918 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,
პარალელურად მეცადინეობდა
რეჟისორ გიორგი ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში. თავდაპირველად
მონაწილეობდა მუშათა თეატრების (ავჭალის აუდიტორის, ავლაბრის თეატრი, თბილისის მუშათა ცენტრალური კლუბი) წარმოდგენებში.
1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში.
უშანგი ჩხეიძე ეს ბალადა განსხვავებულად
მოჰყვა, იგი განსხვავებულად გამოსახა: დაბოლოებები, ზოგჯერ სიტყვებს ტოვებდა და ხანდახან ამატებდა კიდეც.
ილია ზაქაიძე (დ. 7 ივლისი, 1924,
დუშეთი — გ. 2008)
— ქართველი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი (1980), საქართველოს
სსრ-ის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი, ქართლ-კახური სიმღერების გამორჩეული შემსრულებელი.დაიბადა დუშეთში. სიმღერა დაიწყო ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლში. 1951 წელს მე-7 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე
ივანე (ვანო) ჯავახიშვილის მუსიკაზე შესრულებულმა სიმღერამ „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“ ზაქაიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანა. 1957 წელს საქართველოს
სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვალერიან ცაგარეიშვილმა ილია ზაქაიძე ანსამბლში სოლისტად მიიწვია, სადაც 50 წელი მოღვაწეობდა. მღეროდა დუეტებს, ქალაქურ (მედუდუკეთა დასის თანხლებით), საგუნდო და სოლო საფანდურო სიმღერებს.მის მიერ როსტომ საგინაშვილთან
ერთად შესრულებული სიმღერა „ჩაკრულო“ 1977 წელს „ნასამ“ კოსმოსში გაგზავნა. დაჯილდოებულია
ღირსების ორდენით
(1997),[2] საპატიო სიგელებითა და სხვა ჯილდოებით.2014 წელს დუშეთში ილია ზაქაიძის 90 წლის იუბილესადმი
მიძღვნილი საღამო გაიმართა. კონცერტი გამართა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა „ერისიონმა“.
ილია ზაქაიძე ეს ბალადა განსხვავებულად
და გრძლად მოჰყვა. ის იშვიათად ცვლიდა დაბოლოებსაც. მან ეს ბალადა სიმღერის სახით შეასრულა.
ლექსში აღმნიშვნელი ფერები : შავი - მსგავსი ; წითელი
- განსხვავებული ; ლურჯი - ჩამატებული.
უშანგი ჩხეიძე :
მოყმემა პირშიშველამა
შიბნ გაიარა კლდისანი
მოინადირა დალახნა
ბილიკნი ჭიუხისანი
შამახდეს კლდისა თავზედა
ხორონი ჯიხვებისანი
ჯიხვსა თოფ დაჰკრა ბერხენსა
ჭალას ჯახნ იქნეს რქისანი.
ჩავარდა ვეფხვის ნაწოლსა
დრონ იყვნეს შუაღამისანი
ვეფხვი რომ
წამოუფრინდა
თვალნი არისხნა ღვთისანი.
შეიბნეს ვეფხვი მოყმეი
მაშინ დაიძრვნის მიწანი
კლდეები ჩამაანგრივნეს
შტოდ დაილეწნენ ტყისანი
ფარს აუფარებს და ვერ ფარავს
ვეფხვი ჩქარნია კლდისანი.
ვეფხვი კლდით გადმაეკიდა
ჩამააწითლნა ქვიშანი.
თავად კლდის თავზე წამაწვა
მოყმე სულამომდინარი.
იარებოდა დედაი
ტირილით, თვალცრემლიანი:
გზად ჩემს შვილს ვეფხვი შაჰყრია
გაჯავრებული, ტიალი.
ჩემს შვილს ხმლით, იმას ტოტითა
დღე დაუღამდათ მზიანი.
ტირილით წყლულებს უხვევდა
ვეფხვის კლანჭებით დაჭრილს
შვილო. არ მაჰკვდი, შენ გძინავს,
დაქანცული ხარ ჯაფითა.
ეგ შენი ჯაჭვის კალთები
ტიალმა როგორ დაფლითა?!
ხან ვეფხვი, ხან მის შვილი
ელანდებოდა მძინარსა,
ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს
ტანზეით აყრის რკინასა,
ხან კიდევ იმის შვილი
ვეფხვს გადაავლეს ყირასა
აი ამ სიზმრებს ხედავდის
გამოეღვიძის მტირალსა
ხან იფიქრებდა: უდედოდ
გაზრდა ვინა სთქვა შვილსა?
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემზე მწარედ დასტირისა.
წავიდე მეც იქ მივიდე,
სამძიმარ ვუთხრა შვილისა.
ისიც მიამბობს ამბებსა,
მეც ვუთხრა ჩემი ჭირისა.
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილსა.
https://youtu.be/JsjX8rVuL8Q
ილია ზაქაიძის ნამღერი :
მოყმემან პირშიშველამან
შიბნ გაიარა
კლდისანი
მოინადირა დალახნა
ბილიკნი ჭიუხისანი
შამახდის კლდისა
თავზედა
ხორონი ჯიხვებისანი
ჯიხვსა თოფ დაჰკრის ბერხენსა
ჭალაი ჯახნ იქნეს
რქისანი.
შევარდა ვეფხვის
ნაწოლსა
დრონ იყვნენ
შუაღამისანი
მეორე მხრიდან
მოესმა
ხმაური რაღაცისანი.
ხან ბორგვა
ესმის, ხან ქშენა
ხანცა ხმაური ტყისანი
ვეფხვი რომ წამოუფრინდა
თვალნი არისხნა
ღვთისანი.
შეიბნეს ვეფხვი
მოყმეი
მაშინ დაიძრის
მიწანი
კლდეები ჩაამანგრიეს
შტონ დაილეწენ
ტყისანი
დრო აღარ დარჩა
მოყმესა
ხანი არ ჰქონდა ცდისანი
ფარსა უფარებს
ვერ ფარავს
ვეფხვი სწრაფია
კლდისანი.
ბრჭყალით გაართვა
კალთანი
ჯაჭვისა ჯავშანისანი
მოყმემაც ხელში
იყარნა
ვადანი თავის
ხმლისანი.
მაშინ გაუჭრა
ფრანგულმა
დრონ იყვნენ
წაქცევისანი
ვეფხვი კდლით
გადმოეკიდა
ჩამოაწითლა ქვიშანი.
თავად კდლის
თავზე შემოწვა
ვეფხვი სულამომდინარი.
ქვიშას მიღებავს
წითლადა
სისხლი ზედ ჩამამდინარი.
იარებოდა დედაი
ტირილით თვალცრემლიანი
ჩემ შვილს
გზად ვეფხვი შეჰყრია
გაჯავრებული ტიალი.
ჩემ შვილს
ხმალით იმას ტოტითა
დღე დაუღამდა
მზიანი.
მათ დაუხოცავთ
ურთერთი
არ დარჩეს
სირცხვილიანი
ტირილით წყლულებს უხვევდა
ვეფხვის კლანჭებით
დაჭრილსა
შვილო არ მაჰკვდი შენ გძინავს
დაქანცული ხარ ჯაფითა
ეს შენი ჯაჭვის პერანგი
ტიალმა როგორ
დაფლითა .
შენც იმის საფერ
ყოფილხარ
ხმალი ქნევაში
გაგიცვდა.
მაგის მეტს აღარ
გიტირებ
შენ არ ხარ
სატირალია.
მშვიდობით ჯვარი
გეწეროს
ეგეც სამარის
კარია.
ერთი შვილ მაინც
გავზარდე
ვეფხვებთან მეომარია.
ხან ვეფხვი
ხან იმის შვილი
ელანდებოდა მძინარსა
ხან ვეფხვი
ვითომ იმის შვილს
ტანზეით აყრის
რკინასა
ხან კიდევ
იმისი შვილი
ვეფხვს გადაავლის
ყირასა.
აი ამ სიზმრებს ხედავდის
გამაეღვიძის მტირალსა.
ხან იფიქრებდა
უდედოდ
გაზრდა ვინა თქვა
შვილისა,
იქნება ვეფხვის
დედაი
ჩემზედ მწარედა სტირისა
წავიდე მეც იქ
მივიდე
სამძიმარ ვუთხრა
ჭირისა
ისიც მიამბობს
ამბავსა,
მეც ვუთხრა
თავის შვილისა.
იმასაც ბრალი
ექნების
უწყალოდ ხმლით
დაჭრილისა.
https://youtu.be/a6FahylqbhU
დიალექტური ლექსიკა
ბალადა გამოირჩევა მდიდარი დიალექტური
ლექსიკით. ამ ლექსიკის ძირითადი ნაწილი, რასაკვირველია, საერთოქართული სიტყვებია (სახლი,კარი,ჭერი,პური,წყალი, ხე, ქვა, თვალი, და, ძმა..) მაგრამ ამავე დროს თითოეულ დიალექტს აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სიტყვათა მარაგიც. მაგალითად, სიტყვა მეკოპარი, რომელიც წარმოშობით იგივე მეკობრეა, ოღონდ განსხვავებული ფორმით. ასეთი სიტყვაა უხამური, რომელიც ნიშნავს უსაქმურს, უვარგისს კუთხურ დიალექტში, ძველ ქართულში კი ფეხშიშველს აღნიშნავდა.
ასევეა:
შიბი - ძეწკვი, წვრილი ჯაჭვი
გაზი - მარჭუხი
მეკობრე - ზღვის ყაჩაღი
გრამატიკა
• ზოგჯერ ცოცხალ
მეტყველებაში ისეთი ცვლილებები ხდება , რომ ძნელად საცნობი
ხდება სიტყვის
ფორმები. მაგალითად , ,,სრუ’’ წარმოშობით
იგივეა, რაც სულ.
ორივე მომდინარეობს სიტყვისაგან სრული.
ჯერ სიტყვის
ბოლო ბგერა
ლ დაკარგულა, მეორე შემთხვევაში კი ფუძიდან
რ ან ლ ამოვარდნილა.
• გვხვდება აგრეთვე ღა ნაწილაკდართული სიტყვები, რომელსაც სხვაგან ვერსად შეხვდები: ვეღარცაღ, ვინღაც. ეს იგივეა, რაც ვეღარც,
ვინც.
• მეტად უცნაური ფორმაა თანდებულზე ბრუნვის
ნიშნის დართვა. მაგალითად, ტანზეით
, ტვინზეით.